უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს ჯარისკაცებს სამი პირობას აძლევს.
ზელენსკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსი სამხედროები უკრაინაში ბრძოლისას საკუთარი სურვილით დანებდებიან, მათ უკრაინა ცივილიზებულად მოეპყრობა, რუსეთი ვერ შეიტყობს, რომ დანებება ჯარისკაცის სურვილით მოხდა და ასევე უზრუნველყოფენ, რომ ეს სამხედროები რუსეთში არ დაბრუნდნენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„შემთხვევითი არ იყო, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულ კრიმინალურ მობილიზაციას რუსეთის მოქალაქეებმა თავად მყისიერად უწოდეს “საფლავების მობილიზაცია”. რუსეთის ხელისუფლებამ იცის, რომ ისინი მოქალაქეებს პირდაპირ სიკვდილთან აგზავნიან – სხვა გზა არ არსებობს.
რუსეთის მეთაურებს არ აღელვებთ რუსების სიცოცხლე. მათ უბრალოდ სჭირდებათ ხელახლა დაგეგმონ ცარიელი ადგილები, რომლებიც დაღუპულებმა, დაჭრილებმა და გაქცეულმა ან დატყვევებულმა რუსებმა დატოვეს.
თქვენს ხელისუფლებას არ აღელვებს, ვინ შეავსებს ამ ადგილებს. ახალგაზრდა IT სპეციალისტი, ვისაც არასდროს უმსახურია თუ პენსიონერი, ვინც მხოლოდ საბჭოთა არმიაში მსახურობდა. ამიტომ თქვენთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა: ახლა წყდება დასრულდება თუ არა თქვენი სიცოცხლე.
უკეთესია არ დაემორჩილოთ გაწვევას ვიდრე დაიღუპოთ უცხო მიწაზე.
უკეთესია გაექცეთ კრიმინალურ მობილიზაციას, ვიდრე დასახიჩრდეთ და შემდეგ დაგეკისროთ პასუხისმგებლობა სასამართლოში აგრესიულ ომში მონაწილეობის გამო.
უმჯობესია დანებდეთ უკრაინაში ტყვეობას ვიდრე ჩვენმა იარაღებმა, აბსოლუტურად სამართლიანმა დარტყმებმა მოგკლან, ვინაიდან უკრაინა ამ ომში საკუთარ თავს იცავს. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ნათელს – ვიცავთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს შვილებს, ჩვენს თავისუფლებას.
რისთვის იბრძვის რუსეთი? რუსეთის ყველა მოქალაქემ იცის – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამას არ აღიარებს, მათ ნამდვილად იციან, რომ რუსეთს ბოროტება მოაქვს.
უკრაინა რუსეთის ყველა ჯარისკაცს, ვინც დაგვნებდება 3 გარანტიას აძლევს. პირველი, ჩვენ ცივილიზებულად მოგექცევით, ყველა კონვენციის შესაბამისად.
მეორე, არავის ეცოდინება თქვენი დანებების გარემოებები, რუსეთში ვერავინ გაიგებს, რომ თქვენი დანებება ნებაყოფლობითი იყო. და მესამე, თუ რუსეთში დაბრუნების გეშინიათ და არ გსურთ გაცვლა, ჩვენ ამის უზრუნველყოფის გზასაც ვიპოვით“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.