LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 500 რუსი „ბოევიკი“ იმყოფება

71
BeFunky-collage

“რუსეთმა დაიპყრო ეს ატომური ელექტროსადგური. ახლა იქ უკრაინის ტექნიკური პერსონალი იმყოფება, მაგრამ ისინი როგორც ტყვეები არიან, ვინაიდან იქ, ტექნიკის გარდა, 500 „ბოევიკი“ იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ  ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გათიშულია და პერსონალი იბრძვის, რომ ექვსიდან ერთი ბლოკი მაინც ჩართოს.

მისივე განცხადებით, რუსეთი არ არის ელექტროსადგურის მუშაობით დაინტერესებული და მათი მიზანია, რომ დენი უკრაინის რეგიონებსა და ევროპას არ მიეწოდებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები