LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა: “ნუ გახდებით საკურორტო ადგილი მკვლელებისთვის”

61
BeFunky-collage (2)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენტს მიმართა.

სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში გამოსვლების მსგავსად, იტალიის პარლამენტშიც, უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა თავისი მოთხოვნა, რომ რუსეთს უფრო მეტი სანქციები დაუწესდეს.

„ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი ერი, რომელსაც არასოდეს უნდოდა ომი, ისეთივე ევროპულია, როგორც თქვენ. იცით, ვინ მოიტანა ომი უკრაინაში. კარგად იცით ისინი, ვინც მკვლელობის ბრძანებას გასცემენ და პროპაგანდას ეწევიან, თითქმის ყველა იტალიას დასასვენებლად იყენებს. ნუ გახდებით საკურორტო ადგილი მკვლელებისთვის. დაბლოკეთ ყველა უძრავი ქონება, ანგარიშები, იახტები, დაბლოკეთ ყველა, ვისაც რუსეთში რაიმე გავლენა აქვს. მხარი დაუჭირეთ სანქციების უმეტესობას რუსეთის წინააღმდეგ: ნავთობზე სრული ემბარგოს დაწესებით დაწყებული, თქვენს პორტებში რუსული გემების შემოსვლის აკრძალვით დამთავრებული, რათა იგრძნონ მათი აგრესიის და ზღვის დანაღმვის საფასური. სასანქციო რეჟიმში არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი გამონაკლისი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ზელენსკის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ იტალია მხარს დაუჭერს ოფიციალურ კიევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

„რუსეთის მთავრობის ამპარტავნობა შეეჯახა უკრაინელი ხალხის ღირსებას, რომელმაც მოახერხა მოსკოვის ექსპანსიონისტური მიზნების შეკავება და დამპყრობელ ჯარისადმი უზარმაზარი საფასურის დაკისრება“, – განუცხადა დრაგიმ პარლამენტს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები