LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ პუტინს პირადი სანქციები დაუწესა

101
WJR3SPBRHNCZLKD7RO6PSDGROI

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირადი სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაშია ნათქვამი.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაწესდა.

ვლადიმერ პუტინის გარდა, შეზღუდვები შეეხო კიდევ 34 ადამიანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინს და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს.

რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელებს დაუწესდათ შემდეგი შეზღუდვები: აქტივებისა და ქონების ბლოკირება; უკრაინიდან კაპიტალის გატანის პრევენცია; უკრაინის საზღვრის ნებისმიერი გადაკვეთის, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა; ფასიანი ქაღალდების ოპერაციების აკრძალვა; ვიზაზე უარის თქმა; უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა; უკრაინაში ქონების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვა; ელექტრონული საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების შეწყვეტა; ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა; მიწის საკუთრების აკრძალვა და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები