LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ უცხოურ კომპანიებს რუსეთში მუშაობის შეწყვეტის და უკრაინის ბაზარში გადასვლისკენ მოუწოდა

66
ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უცხოურ კომპანიებს რუსეთში მუშაობა შეწყვიტონ და ამ გზით უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დააფინანსონ.

„კომპანიები რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან უნდა გავიდნენ. თუ შესაძლებელია, სამუდამოდ უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რომ რუსეთის ბაზარი დატოვონ, არამედ ის, რომ მათი გადასახადები არ იყოს გამოყენებული იმ იარაღის დასაფინანსებლად, რომლითაც რუსები გვკლავენ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისურვებდა, კომპანიებს რუსული ბაზარი არა მარტო დაეტოვებინათ, არამედ უკრაინის ბაზარზე შესულიყვნენ.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი, რაც ამ კომპანიებს შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g