LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი, რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს” – ელისაშვილი

982
BeFunky-collage - 2023-07-05T010914.941

„ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი, რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნულის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

„ძალიან გავბრაზდი [ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე]. ჩემთვის ძალიან მიუღებელი გადაწყვეტილებაა. ქვეყნიდან ელჩის გამოგდება რას ნიშნავს? ლამის შემდეგ ომი იწყება ხოლმე ქვეყნებს შორის. აიღეთ, წაიკითხეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება. ზელენსკის ეს მანამდე რომ გაეკეთებინა, კიდევ გავიგებდი. მეც გული გამისკდა, ვერ გამოიყურება მხნედ და შეუპოვრად [სააკაშვილი], მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილება არსებობს.

ყველაზე სანდო ინსტიტუცია ევრაზიის სივრცეში რაც არის, ეს სტრასბურგის სასამართლოა. რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, ცოტა სიღრმეში ხომ უნდა ჩახვიდე. სიღრმეში არ ჩავიდა ზელენსკი. როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოსთან მიმართებაში”, – აცხადებს ელისაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები