LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის განცხადება, რომ მზად არის პუტინს შეხვდეს, სუფთა პიარია: რუსეთის წარმომადგენელი გაეროში

74
Untitled design (1)

კრემლში მიიჩნევენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან შეხვედრის სურვილი პიარის ნაწილია.

ამის შესახებ გაეროში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

დიმიტრი პოლიანსკის თქმით, ზელენსკი თვითრეკლამით არის დაკავებული.

“რა თქმა უნდა, ეს სუფთა პიარია”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა ყურადღებით უნდა იყოს მომზადებული და მისი დღის წესრიგი კოორდინირებული უნდა იყოს ორივე მხარის წარმომადგენლებთან.

რუსი დიპლომატი ამბობს, რომ ძირითადი დებულებები, რომლებსაც პრეზიდენტები პირადად განიხილავენ, ჯერ ექსპერტებმა უნდა შეიმუშაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “საუბრის საჭიროება არ იქნება”.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, რომ მას პუტინთან პირადად შეხვედრა სურს. მისივე თქმით, ის არ იღებს არავისთან შეხვედრას რუსეთის ფედერაციიდან, გარდა პუტინისა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g