უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ ზელენსკიმ ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„საღამოს მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ოკუპანტებმა გაქცევამდე გაანადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება, გათბობა, ელექტროენერგია. რუსებს ყველგან ერთნაირი მიზანი აქვთ – ხალხის ტანჯვა და დაცინვა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს აღვადგენთ“.