LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Zenith-მა Range Rover Velar-ის მფლობელებისთვის საათი შექმნა

92

Jaguar Land Rover-ის ჯგუფმა შვეიცარიულ მწარმოებელ Zenith-თან ერთად საათების სპეციალური სერია Chronomaster El Primero მოამზადა. საათების სერია ყველგანმავალ Range Rover Velar-ს ეძღვნება.

საათს, 42 მილიმეტრიანი კერამიზირებული ალუმინის კორპუსი აქვს, კორპუსის უკანა მხარეს Range Rover-სა და Velar-ის სახელწოდებები აქვს ამოტვიფრული. ქრონოგრაფის სამაჯური რეზინისგან არის დამზადებული და მუქი ნაცრისფერი ხბოს ტყავით არის დაფარული, შესაკრავი კი ტიტანისგან არის გაკეთებული.

საათის ღირებულება უცნობია, თუმცა ჩვეულებრივი Chronomaster El Primero დაახლოებით 10 000 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები