LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზესტაფონიდან ჩამოვიდა გუშინ ბებო, გვთხოვა, ეს წერილი ბავშვებს გადაეცითო… ჯენზიკებო, თუ დაურეკავთ და ეტყვით რომ წაიკითხეთ, ალბათ, კიდევ 100 წელი იცოცხლებს“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

219
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს მიმართავს და უზიარებს წერილს, რომელიც როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, აქციაზე ზესტაფონიდან ჩასულმა ბებომ დაუტოვა.

„ზესტაფონიდან ჩამოვიდა გუშინ ბებო. გვთხოვა, ეს წერილი ბავშვებს გადაეცითო

აქ რომ წერს, ჩემი ნახელავი თუ მოგეწონათო, ხაჭაპურებს გულისხმობს, რომელიც ბევრ ნაჭერში გახვეული (რომ არ გაციებულიყო) ჩამოატარა გუშინ. დღეს ალბათ უკან დაბრუნდებოდა, ავტობუსს უნდა გავყვეო.

ჯენზიკებო, თუ დაურეკავთ და ეტყვით რომ წერილი წაიკითხეთ, ალბათ კიდევ 100 წელი იცოცხლებს (რაც არ ჩანს არის 17)“

ზესტაფონიდან ჩამოვიდა გუშინ ბებო. გვთხოვა, ეს წერილი ბავშვებს გადაეცითო:) აქ რომ წერს, ჩემი ნახელავი თუ მოგეწონათო,…

Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 28 მაისი, 2024

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გუშინ, 84 ხმით, პროტესტის ფონზე დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები