LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო სამუშაოს შესრულებისას მუშა დაიღუპა

81

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 55 წლის მუშა გარდაიცვალა.

“მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების” ინფორმაციით, მუშა  ჭერის სარემონტო  სამუშაოების დროს დაიღუპა.

“ჩამოვარდა  მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც, დაახლოებით, 40 მეტრია. ასრულებდა  ჭერის სარემონტო სამუშაოებს, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების ცვლიდა. მუშა  ადგილზე გარდაიცვალა,” – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g