LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საზანო გაზიფიცირდა

557

ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის დირექტორმა აზერ მამადოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ქვედა საზანოში მცხოვრებ 1 728  ადგილობრივ ოჯახს აქვს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოეწყო 87 357 გრძივი მეტრი გაზსადენი. სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2 მლნ 300 ათასი ლარი. გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანიასოკარჯორჯია გაზიგანახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g