ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მომხდარის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია.