LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

429
119058657-3388477324542547-2156689153838902449-o

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ზესტაფონში, ახალმოწყობილ „საქმიან ეზოში“ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსთან არჩილ ნიკოლეიშვილთან ერთად, მეტყევეებს შეხვდა. „ტყის ახალი კოდექსის“ მიღების შემდეგ, ინტენსიურად ხორციელდება სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა.

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. ზესტაფონის „საქმიანი ეზო“ დაახლოებით 30 სოფელს მოემსახურება, რაც გაამარტივებს დღემდე არსებულ პრაქტიკას.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განვითარდა და გაძლიერდა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური პარკი და რამდენიმე ერთეულის ნაცვლად, დღეს, სააგენტოს რამდენიმე ათეული სპეცტექნიკა აქვს. სააგენტოს კიდევ უფრო მოდერნიზება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. „საქმიანი ეზო” უკვე მოეწყო საგარეჯოში, გურჯაანში, თელავში და სოფელ ლისში. სამუშაოები დასრულებულია 12 ობიექტზე. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები