დღეს დილით ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი სრულიად დაიწვა. მათი განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.