ჰავაი ის ადგილია, სადაც ვარსკვლავების უმრავლესობამ დასვენება გადაწყვიტა, თუმცა არიან ისეთები, ვინც ზაფხულის გატარება საკუთარ ქვეყანაში ან კიდევ უფრო შორეულ ადგილას გადაწყვიტა.
გვინეთ პელთროუ
ოსკაროსანი მსახიობი წლის დასაწყისში მექსიკაში, პუნტა მიტას 6 ოთახიან ვილაში ისვენებდა. ის ხშირად აზიარებდა ფოტოებს სოციალურ ქსელში შვილებისა და მეგობრების გარემოცვაში. გვინეთ პელთროუს მსგავსად დასვენების მოყვარულებს დღეში 10 300 დოლარის გადახდა მოუწევთ.
ბიონსე
Super Bowl-ზე პერფორმანსის წინ ბიონემ დასვენება გადაწყვიტა და ამისთვის კალიფორნიაში, ლოს ალტოში მდებარე 5 ოთახიანი ვილა დაიქირავა. ეს სიამოვნება მომღერალს 30 000 დოლარი დაუჯდა. ამავე ვილაში მარტში ჯასტინ ბიბერმაც დაისვენა მეგობრებთან ერთად.
სელენა გომესი
მალიბუში გადაწყვიტა დასვენება კიდევ ერთმა მეგავარსკვლავმა, სელენა გომესმა. სწორედ აქ გაატარა მომღერალმა უიქენდი უახლოესი მეგობარი გოგონების გარემოცვაში. ეს ადგილი არის რელაქსაციის საუკეთესო საშუალება და ფანტასტიკური ადგილი დიდი წვეულების მოსაწყობად. ეს სიამოვნება გომესს 3617 დოლარი დაუჯდა.
ემა სთოუნი
მსახიობმა ემა სთოუნმა გასულ წელს დასვენება ჰავაიზე გადაწყვიტა. 4 ოთახიანი ვილა ულამაზესი ხედით ერთი ღამით 4 000 დოლარი ჯდება და ის SMART სისტემითაა აღჭურვილი. ტექნიკის მართვა აქ iPad-ის მეშვეობითაა შესაძლებელი, აქაა საოჯახო კინოეთეატრი, აუზი და სპა, ასევე აბაზანა ოკეანის ხედით.
რიანა
ჰავაიზე გადაწყვიტა დასვენება რიანამაც. ამისთვის მან ლანიკაის 7 ოთახიანი ვილა იქირავა, რომელიც ერთი ღამის გატარება 6 000 დოლარი ჯდება. ეს ვილა ცნობილი სტილისტის პოლ მიტჩელის საკუთრებაა, რომელიც სახლს ხშირად ცნობილ ადამიანებზე აქირავებს.
ჯიმი ჰენდრიქსი
მუსიკოსის გულშემატკივრებს აქვთ უნიკალური შანსი გაატარონ დაუვიწყარი შვებულება ჰავაიზე. სწორედ იმ ვილაში, სადაც 70-აინ წლებში ჯიმი ჰენდრიქსმა რამდენიმე თვე გაატარა. ამჟამინდელი მფლობელი ვილას ღამეში სულ რაღაც 175 დოლარად აქირავებს.