LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღაპრული ჯავახეთი – მადათაფას ტბის უნიკალური კადრები (ვიდეო)

1647
42955209054-6c65fc7ca9-b

გაატარე შენი ზაფხული საქართველოშიანუ Spend Your Summer in Georgia – როგორც იცით, ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც საქართველოში ტურისტების მოსაზიდად შეიქმნა.

„ვეხმიანებით მიმდინარე მოვლენებს, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას, და გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia”, – ამბობენ ჯგუფის შემქმნელები.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

მათ მოწოდებას უკვე ერთ თვეზე მეტია უამრავი ადგილობრივი შეურთდა და ისინი უცხოელებს, ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისკენ სხვადასხვა ფოტოების, ვიდეორგოლებისა და საინფორმაციო შინაარსის პოსტების მეშვეობით მოუწოდებენ.

სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში, ჯგუფში Spend your summer in Georgia ჯავახეთში გადაღებული ვიდეორგოლი გამოჩნდა. ვიდერგოლი მადათაფას ტბაზეა გადაღებული და მის უნიკალურ სილამაზეს ასახავს. ვიდეორგოლის ავტორი მირიან თედორაძეა, რომელიც ვიდეოს როგორც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ისე Spend your summer in Georgia-ში აზიარებს.

5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ

კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ცნობისთვის, მადათაფას ტბა საქართველოში, ნინოწმინდის რაიონში, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე. წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები. მადათაფის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები