ქეით ჰადსონმა გადაწყვიტა დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ მეგობრებთან ერთად დაისვენოს. სწორედ ამიტომ მსახიობი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში იბიცაზე გაემგზავრა, სადაც ფანტასტიკურ დროს ატარებს. ინტერნეტში მოხვდა იმ ფეშენებელური სახლის ფოტოები, საიდანაც ქეითი ყოველდღიურად ბიკინში პოზირებს. გაირკვა, რომ სახლის ქირა კვირის მანძილზე ვარსკვლავს 80 ათასი დოლარი უჯდება.
ესაა ოცნების სახლი, სადაც დასვენება ნამდვილ სამოთხეს ჰგავს. ზღვის პირას გაშენებული თეთრი ვილა გაგაოცებთ ინტერიერით, იდეალური კომფორტით, ზღვაზე ხედით და ორიგინალური აუზით.