ჰოლანდიაში არსებობს სოფელი გიტჰორნი, რომლის უპირატესობაც იმაში მდგომარეობს, რომ გადაადგილების საშუალებად აქ არა ავტომობილები ან ავტობუსები, არამედ ნავები გამოიყენება. სოფელს მეორენაირად “ჰოლანდიურ ვენეციას” უწოდებენ.
უჩვეულო ატმოსფერო განუმეორებელი კომფორტისა და სიმშვიდის გარანტია.
სახლები სოფელში პატარა კუნძულებზეა განლაგებული, რომლებიც ერთმანეთს მცირე ზომის ხიდის საშუალებით უერთდება. სულ გიტჰორნში დაახლოებით 50 ასეთი ხიდია.
სოფელმა მსოფლიო პოპულარობა ტურისტებში 60-იან წლებში მოიპოვა, რაც ჰოლანდიელმა რეჟისორმა, ბერტ ჰაანსტერმა ის თავის ფილმში აჩვენა.












