LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვაზე 4 ბალიან შტორმს ელოდებიან

67

25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორორმაციით ასევე, შესაძლებელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერიც.

სააგენტოს ინფორმაციითვე, 26-27 ოქტომბერს ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, 4 – 5 ბალიანი შტორმი.

„25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 26-27 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4 – 5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g