LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზღვაზე ბავშვის წაყვანა ყოველწლიურად აუცილებელია“ – ექიმი ჯუკა კიკვაძე ზღვის მნიშვნელობაზე ბავშვების ჯანმრთელობისთვის

738
BeFunky-collage123412 3 4sdf (31)

ზღვის წყალი, კლიმატი და ემოციური ბალანსი – რატომ სჭირდება ბავშვებს ზღვა ყოველ წელს?

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრი ჯუკა კიკვაძე მშობლებს ურჩევს, ბავშვები ზაფხულობით აუცილებლად წაიყვანონ ზღვაზე.

მისი თქმით, ზღვის წყალი შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ორგანიზმისა და კანის გაჯანსაღებაში.

„ზღვის წყალი შეიცავს უამრავ მიკროელემენტს, რომელიც აუცილებელია ჩვენი კანისთვის და ორგანიზმისთვის.“

ექიმი ასევე ყურადღებას ამახვილებს ზღვისპირა კლიმატის დადებით გავლენაზე ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე:

„ზღვის ნაპირის კლიმატი არის იდეალური. გვიხსნის სტრესს და აუმჯობესებს ბავშვის განწყობას.“

მისი თქმით, ზღვა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქო-ემოციური გაჯანსაღებისთვისაც აუცილებელია და ასეთი გარემო მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვის ბუნებრივ განვითარებას, ენერგიის აღდგენას და გაკაჟებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g