ზინედინ ზიდანმა „ალპინთან“ თანამშრომლობა დაიწყო.
ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა „ფორმულა 1“-ის გუნდის ელჩი გახდა. ზიდანი „ალპინის“ პრეზენტაციაზე გამოვიდა ლონდონში, სადაც 2023 წლის სეზონისთვის მანქანა წარადგინეს.
„ალპინის“ საჭეს 2023-ში ორი პილოტი მიუჯდება – ესტებან ოკონი და პიერ გასლი. გასლი გამოტყდა, რომ 10 ნომერი ზიდანის გამო აირჩია, რომელიც პიერის ბავშვობის კუმირი იყო.