LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზილფიმიანი: სრული სისულელეა და შარლ მიშელისგან ვერ წამოვიდოდა პროცენტის განსაზღვრა არჩევნებისთვის, რომ შემდეგი არჩევნები არალეგიტიმურად იყოს ცნობილი

78
დავით ზილფიმიანი

„პროცენტის განსაზღვრა დღეს ჩატარებული არჩევნებისთვის, რომ შემდეგი არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ევროპაში არ მომხდარა,“ – ამის შესახებ პარლამენტში, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა და თქვა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტისგან, შარლ მიშელისგან მსგავსი წინადადება ვერ წამოვიდოდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ამომრჩევლის მოტყუება და არასწორი ინფორმაციის მიწოდება „ტრენდად“ იქცა.

„აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მიერ მიმდინარეობს ინტენსიური დაბომბვა, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანით ძალიან ბევრ საკითხში. ეს ტრიბუნა არ არის იმისთვის, რომ მსგავს საკითხზე ვისაუბრო. კოლეგების გასაგონად, მათ გასაგონადაც, მაგრამ პირველ რიგში, ხალხის გასაგონად – ნამდვილად ტრენდული ფორმა მიიღო ამ მიმართულებამ“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

რაც შეეხება ევროსაბჭორს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს, როგორც ზილფიმიანმა განმარტა, „იმ ტრადიციებზე, რომელზეც ის გაიზარდა და ის პოლიტიკური სკოლა, რომელიც დასავლეთში არსებობს, თავის თავში მსგავს რაღაცას (პროცენტის განსაზღვრას) არ მოიცავს“.

„მინდა, შევეხო შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც მრავალმა ჩვენგანმა ხელი მოაწერა და ამ დოკუმენტში იმ 43%-ის განმსაზღვრელ პუნქტს, რომელიც განსაკუთრებით ახლა გამოიყენება, როგორც თითქოსდა რეფერენდუმის საწყისი ფორმა ამ ჩანაწერის გამო.

უნდა ვთქვათ, რომ პროცენტის განსაზღვრა დღეს ჩატარებული არჩევნებისთვის, რომ შემდეგი არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ევროპაში არ მომხდარა.

მე 85 წლიდან იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ და თვალყურს ვადევნებ. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ვთქვათ მემარჯვენე ცენტრისტებმა გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო მემარცხენე ცენტრისტებმა გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში. ეს არ ხდება საბაბი იმისა, რომ არალეგიტიმურად გამოაცხადო საპარლამენტო არჩევნები და დანიშნო რიგგარეშე.

სრული სისულელეა და გარწმუნებთ, რომ ბატონი მიშელისგან ეს წინადადება ვერც წამოვიდოდა, რადგანაც იმ ტრადიციებზე, რომელზეც ის გაიზარდა და ის პოლიტიკური სკოლა, რომელიც დასავლეთში არსებობს, თავის თავში მსგავს რაღაცას არ მოიცავს. ამიტომ ქართველებთან ურთიერთობის დროს, რაც ჩამოყალიბდა ის პუნქტი, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა,“ – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

მისი თქმით, დოკუმენტის ხელის მოწერის დროს, მას ეს პოზიცია ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას იღებს ყველა, რომ „კი, ვეთანხმებითო, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, კი, ბატონო.“

„მაგრამ თუ ეს საკითხი სადავო ხდება, გარწმუნებთ, რომ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მივიტანოთ, არ არსებობს ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში მსგავსი გამოცდილება. ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა ევროპაში და ვერც მოხდება. ერთი არჩევნების პროცენტი იყოს სარევიზიო ნორმა წინა არჩევნებისა.

მაშინ წარმოიდგინეთ, სადამდე მივალთ ან რა სახეს მიიღებს მათ შორის, ალბათ, ანარქიულს თუ ყოველთვის ასე იქნება, რომ ერთი არჩევნები შლის მეორე არჩევნებს და აუცილებლად ყველა არჩევნებში ერთი და იგივე ძალა ერთი და იგივე პროცენტით უნდა იმარჯვებდეს. ამიტომ ხალხს გავაგებინოთ სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g