LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც 2016 წელს სიყვარულში გაუმართლებთ

99

სიყვარული – ზღაპრული გრძნობაა, რომელიც ადამიანის ნებას არ ემორჩილება და თავისუფლად შეუძლია მისი გაბედნიერებაც და გაუბედურებაც. სიყვარულს ყველა ეძებს, თუმცა ის ყოველთვის თვითონ მოდის და თვითონ წყვეტს ვინ დაასაჩუქროს საკუთარი თავით. საინტერესოა, ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს და ვინ იგემებს სიყვარულის ტკბილ გემოს ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში?

 

1ტყუპები

2016 წელს ტყუპები ალბათ პირველად იგრძნობენ, რა არის სიყვარული. ამ ნიშნის წარმომადგენლები აქამდე ცინიზმით აღიქვამდენ სიყვარულს, მასში მხოლოდ ხორციელი ვნებების დაკმაყოფილების და მხიარულების საშუალებას ხედავდნენ და არ ერიდებოდნენ სხვების გრძნობებზე თამაშს, ღებულობდნენ ყველაფერს, რაც მათ სურდათ, მერე კი, ძველს ტოვებდნენ და დაუფიქრებლად ეშვებოდნენ ახალ თავგადასავალებში. მაიმუნის წელიწადში ვარსკვლავები ტყუპებს თავბრუდამხვევ სიყვარულს პირდებიან, რაც აიძულებს მათ გადააფასონ უკვე გავლილი და ყველაფერი თავიდან დაიწყონ. რაც მთავარია, გრძნობა იმდენად ძლიერი იქნება, რომ ტყუპებს საკუთარი არჩევანის დასაცავად ოჯახის წევრების წინააღმდეგ წასვლა და მრავალი კონფლიქტის გადატანა მოუწევთ. ტყუპების თაყვანისცემის ობიექტი აუცილებლად ცეცხლის სტიქიის ნიშანი – ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი იქნება, რომელიც აიძულებს მას გაიღოს ნებისმიერი მსხვერპლი ერთად ყოფნისთვის, ტყუპები კი, ასეთი პარტნიორის გვერდით ბევრად უფრო თვინიერები და მშვიდები გახდებიან.

 

2ლომი

2016 წელს ლომი აუცილებლად გაამართლებს თავის მეფურ წარმომავლობას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა ყოველთვის ადვილად პოულობდა გატაცებას, თუმცა არა ნამდვილ სიყვარულს. მაიმუნის წელიწადი მათთვის ფლირტის, წუთიერი გატაცებების, სექსუალური სიამოვნების და ვნების ნამდვილ ატრაქციონად იქცევა, რომელშიც ის თავდავიწყებით გადაეშვება. შემოდგომაზე ლომი დაღლილობას იგრძნობს და იმ ადამიანის ძებნას დაიწყებს, ვისთანაც არა მარტო დაძინება, არამედ გაღვიძებაც მოუნდება. გაუჩნდება მოთხოვნილება იზრუნოს, დაიცვას და მოუფრთხილდეს თავის მეორე ნახევარს, მისგან კი, იმ მორჩილებას და თავყვანისცემას მიიღებს, რომელიც ასე ძალიან უყვარს. დიდი შანსია, რომ 2016 წელს ლომი საყვარელ ადამიანს გულს და ხელსაც შესთავაზებს.

 

3მორიელი

მაიმუნის წელიწადში მორიელს თავიდან დაბადება და გრძნობების  აღორძინება ელის. წლის დასაწყისში მას გაურკვევლობა და დაძაბულობა შეექმნება ურთიერთობებში, რასაც მისთვის ჩვეული სიმკვახით უპასუხებს და გვერდზე გააბამს რომანს, რაც გარკვეული პერიოდის მანძილზე იმდენად დაახვევს თავბრუს, რომ განქორწინებაზეც დაფიქრდება, თუმცა მაისის დასაწყისში მორიელი მიხვდება, რომ ძველ პარტნიორზე ახლობელი არავინ ჰყავს და კიდევ ერთხელ შეეცდება მისი გულის დაპყრობას. ახალი რომანტიკულ თავგადასავლი ძველ პარტნიორთან ნამდვილი თაფლობის თვე იქნება მორიელისთვის და პარტნიორთან ერთად ურთიერთობის ახალ ეტაპზე გაიყვანს.  მარტოხელა მორიელს გრძნობებით სავსე წელი ელის, თუმცა,  შემოდგომის ბოლოს აუცილებლად შეხვდება თავის ნამდვილ სიყვარულს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g