LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნების მიდრეკილებები სხვადასხვა დაავადებებისკენ – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

7

23 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“, რომელიც სამედიცინო ასტროლოგიას მიეძღვნა, სოფიო ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეებსა და სხვადასხვა დაავადებებისკენ მიდრეკილებაზე ისაუბრა.

24 ოქტომბრის სავსემთვარეობა კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ერთის მხრივ, ენერგიის მოზღვავებას, მეორეს მხრივ კი, ადამიანთა განსაკუთრებულ აგზნებადობას იწვევს. ასე რომ, თუ ფეთქებადი ხასიათი გაქვთ და სწრაფად ღიზიანდებით, უმჯობესია მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ. გარდა ამისა, სავსემთვარეობაზე ერთი-ორად მატულობს ჭამის მადა, თავის შეკავება კი, განსაკუთრებით ქალბატონებს უჭირთ. თუმცა, არ ღირს გულის გატეხა, რადგან მთვარის კლების პერიოდში თამამად შეგიძლიათ დაიცვათ დიეტა. აღსანიშნავია, რომ ქალური ენერგეტეკის მატარებელი მთვარის ფაზების მონაცვლეობა ყველაზე მეტად სწორედ ქალბატონებზე და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებზე აისახება, რომლებიც ამ დღეს განსაკუთრებით ფორიაქობან და ყველაფერზე ადვილად ღიზიანდებიან.

სხვათაშორის, 24 ოქტომბრის საღამოს მზე ყველაზე ვნებიან, სექსუალურ და ექსპანსიურ, გამძლე და მებრძოლ ზოდიაქოს ნინანში – მორიელში გადავა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნიშანია, ამიტომ ნებისმიერ პრობლემას და ცხოვრებისეულ სირთულეს ზედმეტი წუწუნის გარეშე ხვდება.

ასტროლოგები და ეზოთერიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ნებისმიერი დაავადება ფსიქო-სომატური მიზეზითაა გამოწვეული. ბევრმა არ იცის, რომ ადამიანს ორი – ასტრალური და ფიზიკური სხეული აქვს, ავადმყოფობას კი, პირველ რიგში არაჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იწვევს, ანუ ჯერ სული სნეულდება, ემოციური მდგომარეობის უგულველყოფით კი, ფიზიკური დაავადება პროგრესირებს. სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი ავადმყოფობის დასადგენად ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა საჭირო.  მაგალითად, ითვლება, რომ ონკოლოგიური დაავადებების მსხვერპლი პირველ რიგში გულდაწყვეტილი და განაწყენებული ადამიანი ხდება, რომელიც თვლის, რომ ბევრად მეტს იმსახურებს და პროტესტი უჩნდება სამყაროს მიმართ, კარგავს მადლიერების გრძნობას და სწორედ მაშინ იწყება ორგანიზმში შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ამასთანავე, ონკოლოგიური დაავადებებით თვითგანაგურებისკენ მიდრეკილი ადამიანები იტანჯებიან, რომლებიც ზედმეტად თვითკრიტიკულები არიან და არასდროს ინდობენ საკუთარ თავს.

ვერძი – ზოდიაქოს ეს ნიშანი იშვიათად იტანჯება ქრონიკული დაავადებებით, რადგან გამოუსწორებელი ოპტიმისტია, ყოველთვის სჯერა მომავლის და დარწმუნებულია, რომ დღეს თუ არ უმართლებს, ხვალ აუცილებლად ყველაფერი გამოსწორდება. ამასთანავე, ვერძი საოცარად სწრაფი ტემპით ცხოვრობს და უბრალოდ ვერ იცლის ავადმყოფობისთვის, იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც გახდა ავად, არასდროს ანიჭებს საკუთარ ავადმყოფობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არასდროს განიცდის და არ შფოთავს. ვერძის სუსტი წერტილი – თავია და სწორედ ამიტომაა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ხშირად აქვს თავის ტრავმა, შუბლსა და სახეზე კი, ნაიარევი „ამშვენებს“. სხვათაშორის, უშიშარ ვერძს ძალიან ეშინია ექიმების და მართალია, სუსტი კბილები აქვს, მაგრამ მაინც იშვიათად სტუმრობს დანტისტს.

კურო – ფრთხილი და წინდახედული კურო, ყოველთვის თავგამოდებით ზრუნავს ჯანმრთელობაზე, აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და გულმოდგინეთ ირჩევს საკვებს, ამიტომ არასდროს ექმნება სერიოზული პრობლემები. ზოდიაქოს ამ ნიშნის სუსტი წერტლი – ყელი და იოგებია, ქალბატონებს კი, ხშირად აწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.

ტყუპები – ზოდიაქოს ამ ნიშანს სასუნთქ ორგანიებზე, კოჭებსა და ხელის მტევნებზე პასუხისმგებელი მერკური მართავს, ამიტომ გასაკვირი არაა, სწორედ ეს ორგანიებია მიკროტრამვებისკენ მიდრეკილი ტყუპების ყველაზე სუსტი წერტილი.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ემოციური კირჩხიბის სუსუტი წერტილი  კუჭია, რადგან სწორედ კუჭზე გადის ყველაზე მეტი ნერვული წერტილი, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშანმა პირველ რიგში სტრესისგან უნდა დაიცვას თავი, ქალბატონებმა კი, ქალური დაავადებებზე გაამახვილონ ყურადღება.

ლომი – მზის მფარველობის ქვეშ მყოფი ლომი გულით იმართება, ყველაფერს მთელი გულით აკეთებს და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მისი სუსტი წერტილი სწორედ გულ- სისხლძარღვთა სისტემაა. ემოციური ლომი, რომელიც ყველაფერს განიცდის, ხშირად ხდება ინსულტის მსხვერპლი. ამასთანავე, ზოდიაქოს ეს ნიშანი ხშირად იტანჯება ზურგის და ხერხემლის პრობლემებით.

ქალწული – პლანეტა მერკურის მფარველობის ქვეშ მყოფი ქალწულის სუსუტი წერტილი – საჭმლის მომნელებელი სისტემა და ნაწლავებია. მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშანი ყველაზე მეტადაა მიდრეკილი გასტრიტისკენ, მაგრამ ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და მუდმივად აკონტროლებს კვების რაციონს.

სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნის სუსტი წერტილი – თირკმელებია, ამასთანავე, ყველაზე მეტადაა მიდრეკილი დიაბეტისკენ, რომელიც შეძენილიც შიძლება იყოს და თანდაყოლილიც, მით უფრო, რომ სასწორს ძალიან უყვარს ტკბილეული და ხშირად ზომიერების გრძნობასაც კარგავს.

მორიელი – ორი დამანგრეველი პლანეტის პლუტონისა და მარსის მფარველობის ქვეშ მყოფი მაქსიმალისტი და ემოციური მორიელი თვითგანადგურებისკენ, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის განადგურებისკენაა მიდრეკილი, რადგან ყველა წყენა და იმედგაცრუება პირველ რიგში სწორედ მის ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახება. მორიელის სუსტი წერტილი – სასქესო ორგანოები და ვენერიული დაავადებებია, რადგან სექსს მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელია.

მშვილდოსანი – ცეცხლის სტიქიის სხვა წარმომადგენლების – ვერძის და ლომის მსგავსად, მშვილდოსანიც ნაკლებადაა მიდრეკილი ქრონიკული დაავადებებისკენ, რადგან დაბადებული ოპტიმისტია, ცხოვრება მისთვის პოზიტიური შესაძლებლობებით სავსე თავგადასავალია, ყოველთვის მზადაა ბრძოლისთვის და ვერასდროს იცლის ავადმყოფობისთვის. მისი მთავარი პრობლემა –  ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ჭარბი წონა და  ნივთიერებათა ცვლაა, მით უფრო, რომ მშვილდოსანი ნამდვილი გურმანია და ძალიან უყვარს გემრიელად მირთმევა.

თხის რქა – სატურნი, რომელიც თხის რქას მართავს, სამედიცინო ასტროლოგიაში შიშსა და ფობიებზე აგებს პასუხს, ამიტომ ზოდიაქოს ეს ნიშანი დაბადებით პესიმისტია. მართალია,  იშვიათად ავადმყოფობს, მაგრამ ძალიან უჭირს გამოჯანმრთელება, რადგან სწრაფად ნებდება დაავადებას. თხის რქის სუსტი წერტილი ძვალსახსროვანი სისტემაა, ხშირად აწუხებს რევმატიზმი და ოსტრეოქონდროზი. ამასთანავე მოტეხილობისკენაა მიდრეკილი და ძალიან სუსტი კბილები აქვს.

მერწყული – მოუსვენარ და მუდამ აფორიაქებულ მერწყულს სამედიცინი ასტროლოგიაში ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და ღრმა ვენურ სისტემაზე პასუხისმგებელი ურანი მართავს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მერწყული ნევროზისკენაა მიდრეკილი და ხშირედ ექმნება სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები, მით უფრო, რომ ძალიან არ უყვარს სპორტი და პასიური ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას.

თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშანს ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს, რასაც ხშირად გენეტიკურ დაავადებადაც იქცევა. ილუზიებით ცხოვრების მოყვარული თევზები, რომელიც რეალობაში ვერ პოულობს საკუთარ ადგილს ხშირად ნარკოტიკებსა და ალკოჰოლში პოულობს გადარჩენას. ამასთანავე, თევზებს მეტწილად ცუდი მხედველობა აქვთ, რაც ისევ ფსიქო-სომატური მიზეზებითაა განპირობებული, რადგან ითვლება, რომ სუსტი მხედველობის ადამიანს რეალობისთვის უჭირს თვალის გასწორება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები