LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე გემოვნებიანი ადამიანები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

14

9 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ ასტროლოგმა სოფიო ბზეკალავამ მომავალი ერთი თვის ზოგადი პროგნოზი გააკეთა და დეტალურად ისაუბრა ზოდიაქოს ნიშნების ინდივიდუალურ გარეგნულ მახასიათებლებზე, მათ სტილსა და გემოვნებაზე.

აღსანიშნავია, რომ ცის კაბადონზე შექმნილი კონფიგურაციების ფონზე, პლანეტა ვენერა, რომელიც ფინანსების და პარტნიორულ ურთიერთობების, სილამაზის და ესთეტიკის მფარველი პლანეტად ითვლება, რეტროგრადულ ფაზაში გადავიდა ანუ უკუღმა დაიწყო სვლა. გამომდინარე აქედან, 16 ნოემბრის ჩათვლით ზოდიაქოს ყველა ნიშანს, განსაკუთრებით კი, მორიელს, კუროს, ვერძს და სასწორს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნება და გაურთულდება პირადი ურთიერთობა. ნაკლებად სახარბიელო პერიოდია ქორწინება და ახალი რომანტიკული თავგადასავლებისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალდაბანდებისთვის, კოსმეტოლოგიური პროცედურების და საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ამასთანავე, წყვილებს ერთგულებაზე მოუწევთ გამოცდის გავლა, ბევრი საბოლოოდ დაუსვამს წერტილს მომაბეზრებელი ურთიერთობის,  ე.წ. „ფასადური ურთიერთობები“ კი, აუცილებლად დაინგრევა.

ვერძი – პლანეტა მარსის მფარველობის ქვეშ მყოფ ვერძს თანდაყოლილი ბრძოლის უნარი აქვს, ყოველთვის მიზანდასახული, ჯიუტი და პრინციპულია, თუმცა უხეშიც შეუძლია იყოს ურთიერთობაში, რადგან ძალიან უჭირს სხვისი მოსმენა. უყვარს ყველაფერი ახალი და გამორჩეული, არასდროს უფრთხის ინოვაციებს და ხშირად ნოვატორიცაა სხვადასხვა, მათ შორის მოდის სფეროში. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვარცხნილობა, ამიტომ არც ექსპერიმენტებს ერიდება. მართალია, სექსუალური ვერძი,  ნაკლებად კეკლუცია, მაგრამ აქვს ქარიზმა და შინაგანი შარმი, განსაკუთრებული ენერგეტიკის წყალობით კი, სწრაფად იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. ქალბატონებს სინაზე, ქალურობა აკლით, ძალიან არ უყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და უპირატესობას ყოველთვის მამაკაცის ტანსაცმელს, უხეშ ფეხსაცმელს ანიჭებენ.

კურო – პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფ, მეტად პრაქტიკულ კუროს სამოსიც კომფორტული და მოხერხებული მოსწონს, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ფაქტურას და ხარისხს, მოსწონს რბილი და არასდროს ატარებს უხეშ სამოსს. ქალბატონები, რომელთა უფრავლესობა საკმაოდ მსხვილი და ფუმფულაა, მასიურ სამკაულს და აქსესუარებს, ვინტაჟს და კლასიკური სტილს ანიჭებს უპირატესობას, მართალია, ყოველთვის კარგი გემოვნება აქვთ, მაგრამ ნაკლებად მოსწონთ ექსპერიმენტები.

ტყუპები –  სტატისტიკის თანახმად, ტყუპებს, განსაკუთრებით კი, გრაციოზულ ქალბატონებს ნებისმიერი სტილის სამოსი უხდებათ. მართალია, დიდ დროს არასდროს უთმობენ მაკიაჟს, გარდერობის შერჩევას და ყოველთვის განწყობის შესაბამისად იმოსებიან, მაგრამ ყოველთვის არაჩვეულებრივად, ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან, მოსწონთ ღია ფერები, ახალგაზრდული სამოსი და ყოველთვის ეფექტურად ატარებენ სამკაულს.

კირჩხიბი – კლასიკური სამოსის მოყვარული კირჩხიბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი, ამიტომ ყოველთვის ცოტას, თუმცა ძვირფასს და ხარისხიანს ყიდულობს. ნაზ და გრაციოზულ ქალბატონებს ქუსლიანი ფეხსაცმელი და მრავალფეროვანი აქსესუარები მოსწოთ, მამაკაცები კი, შედარებით მკაცრ სტილს ანიჭებენ უპირატესობას.

ლომი – მზის შვილად წოდებული ლომი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე გულმოდგინედ ზრუნავს იმიჯზე და საკუთარ გარეგნობაზე, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი, სიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა და მოსწონს კომპლიმენტების მიღება. უყვარს მკაფიო ფერები და ბრენდული სამოსი, ოქროს სამკაული და ძვირფასი პარფიუმერია, ხშირად ანებივრებს საკუთარ თავს ძვირფასი ნივთებით, ყველა წვრილმანს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მუდმივად გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს. სხვათაშორის, ლეგენდარული კოკო შანელი სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაიბადა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ყველა ლომს ძალიან კარგი გემოვნება აქვს.

ქალწული – გონების და ინტელექტის მმართველი პერკურის მფარველობის ქვეშ მყოფი, საოცრად ერუდირებული ქალწული ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც არაჩვეულებრივი ანალიტიკური უნარი აქვს. მართალია, უყვარს აკურატულად, პეწით ჩაცმა, მაგრამ არ მოსწონს ზედმეტი აქსესუარები, ის კი, ვინც ნაკლებ ყურადღებას აქვს საკუთარ გარეგნობას, ჩვეულებრივ ძალიან უბედურია, რადგან ქალწული სწორედ ქაოტურობით გამოთქვამს პროტესტს საკუთარი ცხოვრების და ბედის მიმართ. ქალწული ჩაცმის კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, არ მოსწონს მკვეთრი ფერები და საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარება. ქალბატონები, რომლებიც ყოველთვის სილამაზით გამოირჩევიან, პირველ რიგში ბუნებრივობას ანიჭებენ უპირატესობას, არ მოსწონთ გამომწვევი მაკიაჟი და არასდროს გამოიყურებიან ვულგალურად, მართალია, ნაკლებად ინტერესდებიან ბრენდული სამოსით, მაგრამ ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხარისხს, სოლიდურ თანხას ხარჯავენ დასვენებასა და კოსმეტიკურ პროცედურებზე, რადგან მათთვის სილამაზის მთავარი საიდუმლო ჯანმრთელი ნერვული სისტემა, ჯანსაღი კვება და სრულფასოვანი ძილია.

სასწორი – პლანეტა ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფი, კეკლუცი სასწორი დიდი ხანია ითვლება მოდის კანონმდებლად, რადგან თანდაყოლილი გემოვნება და სტილის გრძნობა აქვს. ძალიან უყვარს კომფორტი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ადამიანების გარეგნობას, ისე ნივთების ვიზუალურ მხარეს და თვითონაც მუდმივად ზრუნავს სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადება ყველაზე მეტი ლამაზი ადამიანი, იმ შემთხვევაში კი, თუ სასწორი მოკლებულია ბუნებრივ სილამაზეს, მას აუცილებლად აქვს შარმი. მოსწონს პასტელის ტონები და ყოველთვის კარგად უხამებს ფერებს, ამიტომ არასდროს იცვამს აჭრელებულ სამოსს. მართალია, საოცრად დახვეწილ, მოხდენილ და გრაციოზულ ქალბატონებს საკმაოდ სპეციფიური გარეგნობა – ე.წ. „ქვიშის საათის“ აღნაგობა აქვთ, მაგრამ მაინც ნებისმიერი სტილის სამოსს იხდენენ,   საოცრად გემოვნებიან მამაკაცებს კი, იმდენად დახვეწილი ნაკვთები და გარეგნობა აქვთ, რომ ხშირად ქალბატონებსაც ამსგავსებენ. სასწორი ყოველთვის დიდ დროს უთმობს გარეგნობაზე ზრუნვას, მოსწონს აქსესუარები, მაგრამ ყველაფერში ზომიერებას იცავს, არასდროსაა ვულგალური და გამომწვევი.

მორიელი – უძლიერესი სექსუალური შარმის და ენერგეტიკის პატრონი მორიელი ყოველთვის გამომწვევი გარეგნობით გამოირჩევა, შესაძლოა შეუხედავი იყოს, თუმცა ყოველთვის საოცარი ქარიზმა აქვს და მოუწესრიგებელიც სწრაფად იქცევს ყურადღებას. ქალბატონები საკუთარ გარეგნობას ვულგარული ჩაცმულობით უსვამენ ხაზს, რადგან ძალიან უყვარს საკუთარი სექსუალურობის დემონსტრირება, თუნდაც მკვეთრი წითელი პომადით. აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნით დაბადებულები მეტწილად შავგვრემნები არიან მუქი ფერის, მეტად მეტყველი და განსაკუთრებული ფორმის თვალებით.

მშვილდოსანი – პლანეტა იუპიტერის მფარველობის ქვეშ მყოფი მშვილდოსნებს შორის ძალიან ბევრი სპორტსმენია, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან უყვარს ფიზიკური აქტიურობა და სამოსსაც შესაბამისს -კომფორტულს და მოხერხებულს ირჩევეს, ერთნაირად კარგად იხდენენ თავისუფალი  სტილის და კლასიკური ტანსაცმელს. გრაციოზულ ქალბატონებს ყოველთვის დახვეწილი გემოვნება აქვთ, მამაკაცები – კი, აუცილებლად სოლიდურად გამოიყურებიან.

თხის რქა – ტრადიციების მოყვარულ თხის რქას ნაკლებად ხიბლავს არაორდინალური, გამომწვევი სამოსი, ამიტომ უპირატესობას სადა, კლასიკურ ჩაცმულობას და მარტივ ფერებს – თეთრს და შავს, ლურჯს და ნაცრისფერს ანიჭებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები იშვიათად განიცდიან ჭარბი წონის პრობლემებს და ნებისმიერ სამოსს იხდენენ. ძალიან არ უყვართ ვულგარული ტანსაცმელი და საკუთარი გარეგნობით ყურადღების მიქცევა, რადგან თავგამოდებულიო კარიერისტები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს პროფესიულ პასუხისმგებლობას და სამოსსაც შესაბამისს ირჩევენ.

მერწყული – სტატისტიკის თანახმად, ძირითადად სწორედ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე არაორდინალური, ეპატაჟური ადამიანები, ვისთვისაც თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება სწორედ გარეგნული იმიჯი და ჩაცმულობაა. მერწყულს ძალიან მოსწონს ორიგინალობა და გარშემომყოფების აღფრთოვანება, მეტიც მისთვის კრიტიკაც მისაღებია, მთავარია საზოგადოების ყურადღბა მიიქციოს. სხვათაშორის, ექსპერიმენტატორ მერწყულს თავისუფლად შეუძლია სხვადასხვა სტილის, ან თუნდაც ეპოქის სამოსის იდეალურად შეხამება და მორგება.

თევზები – პლანეტა ნეპტუნის მფარველობის ქვეშ მყოფ თევზებს, რომლებიც მეტწილად სიმპათიური გარეგნობით ხასიათდებიან, ღია ფერის თმა და ყოველთვის განსაკუთრებული – დიდი და ლამაზი თვალები აქვთ, რაც სხვათაშორის, მათ სავიზიტო ბარათადაც ითვლება. საოცრად სათუთ და ნაზ ქალბატონებს არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ, დახვეწილი გარეგნობის მამაკაცები კი, ყოველთვის გემოვნებით და მოდურად იმოსებიან. თევზების ფერებათ მეტწილად წყლის ფერები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი ითვლება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები