LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგი ადამიანი ჭამს არა მხოლოდ მაშინ, როცა კუჭი ცარიელია და ნამდვილად შია, არამედ მაშინაც, როცა ნერვიულობს და სურს დამშვიდება…“ – რა რჩევებს გვიზიარებს თათა გიორგობიანი

263
2025-04-15_00-30-36_603613

მომღერალი თათა გიორგობიანი, რომელიც ამავდროულად ფსიქოლოგიცაა საზოგადოებას ემოციურ კვებასთან დაკავშირებით საინტერესო ანალიზს უზიარებს:

„ზოგი ადამიანი ჭამს არა მხოლოდ მაშინ, როცა კუჭი ცარიელია და ნამდვილად შია, არამედ მაშინაც, როცა ნერვიულობს და სურს დამშვიდება, როცა დაღლილია და საჭმელში პოულობს დასვენებას, ან როცა მოწყენილია და ჭამა ემსახურება დამატებით სტიმულაციას.

ემოციური კვების დაძლევის პირველი ნაბიჯია ყურადღების მართვა.
შეეცადე დააკვირდე საკუთარ თავს იმ მომენტში, როცა ჭამის სურვილი გიჩნდება: ფიზიკურად ხარ მშიერი, თუ ემოციურად? შეგიძლია აწარმოო დღიური – ფურცელზე ან ტელეფონში, საათობრივად ან ემოციების მიხედვით.
რა ემოციას ებმის ჭამის სურვილი?

დაწერე: რისგან გარბიხარ ჭამის სახით? რას ირიდებ თავიდან ამ გზით? რომელ ემოციას ან საქმეს ?
ხშირად ამის უკან დგას აუღიარებელი, ემოცია – შიში, ბრაზი ან სევდა… ის ემოცია, რომელსაც შენი ქვეცნობიერი ცდილობს შეამსუბუქოს, მტკივნეულია და ფსიქიკა ამგვარად იცავს თავს.

მეორე ნაბიჯი – თავის მიღება და ამ რთული პროცესის მიღებაა.
თვითკრიტიკა და დანაშაულის განცდა მხოლოდ ზრდის დაძაბულობას და აძლიერებს ემოციური ჭამის მექანიზმს.
ნუ შეაფასებ შენს თავს მკაცრად – ბუნებრივია, რომ გინდა თავი უკეთ იგრძნო. უბრალოდ მოძებნე ისეთი გზები, რომლებიც უფრო ჯანსაღად მოგიტანენ ამ შვებას.

შედეგების სიჩქარეც ყველასთვის ინდივიდუალურია; ფსიქოლოგიური კვლევებით ცნობილია, რომ ჩვევის შეცვლას – სჭირდება რამდენიმე თვე, ზოგჯერ მეტიც, ვიდრე გონება კარგად გაითავისებს მას; ეს პროცესი დაკლაკნილი და რთულია, წინსვლებით, მცირე უკან დახევებით და კვლავ წინ წასვლებით, მაგრამ შედეგად ღირს!.

მესამე – ალტერნატივების მოძიებაა.
შესაძლო სწრაფი ალტერნატივებია:

  1. ყურადღების გადატანა – ვინმესთან საუბარი, წერა, ხატვა, გაფერადება, ძერწვა.
  2. მოძრაობა – სეირნობა ან მსუბუქი ვარჯიში (მაგ. უცებ დაიწყე ბუქნები, პრესები) – ჭამის სურვილი ხშირად რამდენიმე წუთში ცხრება, თუ ამ ინტერვალს რაღაცით შეავსებ, უნდა “გაატანინო”.
  3. ხმოვანი სტიმული – ხმამაღალი მუსიკა, + სიმღერა ან ცეკვა.
  4. სხეულის და ხელების ჩართვა – საღეჭი რეზინა, პლუს, რაიმე აქტივობა ხელებით: ჭურჭლის რეცხვა, ნივთების დალაგება, ტანსაცმლის დაკეცვა ა.შ.

მეოთხე – მიზეზის ძიება სიღრმეში.
ემოციური კვება ხშირად პასუხობს დაუმუშავებელ, ძველ ტკივილს ან ბავშვობის დროს ჩამოყალიბებულ დაცვით მექანიზმს. ფსიქოთერაპია, შინაგან ბავშვთან მუშაობა,
მხარდამჭერი გარემო ახლობლებისგან, დღის განრიგის, რეჟიმის და ფსიქო-ემოციური სიმშვიდის დაცვისთვის“, – წერს თათა გიორგობიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g