„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი, უმშვენიერესი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ზოგი ადამიანის ცხოვრებაში ჩემდა უნებურად, სასჯელი აღმოვჩნდი (ამა თუ იმ ფორმით. რასაც ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ იმსახურებდნენ კიდეც).ზოგიშში კი ჯილდო (ესეც ჩემდა უნებურად და ხან სასიხარულოდ, ხანაც ჩემთვის ჭკუის სასწავლებლად). გავა დრო და მიხვდები, რომ მეც, შენც, ისიც… ყველა, ყველა ადამიანი ამ როლებს ასრულებს, უნდა თავად ეს თუ არა.
ცხოვრება ყველაფერს ალაგებს იმგვარი პროგრამებით, რომ ყველას თავისი საკადრისი მიეზღვევა და ჩვენ ამ დიდი სისტემის ნაწილები ვართ, თუნდაც იმ წუთს არ გვესმოდეს რა რატომ და რისთვის ხდება;
ყველა ისტორია ერთმანეთშია ჩახლართული და ერთ დიდ კანონზომიერებას ქმნის. უმიზეზოდ არაფერი ხდება, მთავარია დაფიქრება და გაცნობიერება იმისა, თუ რა მიზეზშედეგობრიობა, ჩვენი შინაგანი სინდისი სად იყო ამ დროს, რა დასკვნები გამოვიტანე და ამის შემდეგ რისი შეცვლაა საჭირო.
ადამიანი ზრდასრულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თითებს აღარ იშვერს სხვისკენ და ყველაფრის ახსნას საკუთარ თავში ეძებს და პოულობს. კი, კარგიც არსებობს და ცუდიც, ადამიანიც და გარემოებაც, მაგრამ მხოლოდ შენ წყვეტ, ვინ სადამდე მოუშვა, რა გამკლავების მექანიზმი აირჩიო, მნიშვნელობის მიმნიჭებელი ეს შენ ხარ. შენი ცხოვრება – შენი გადაწყვეტილებების კომბინაციაა. გაცნობიერებული ცხოვრება ერთადერთია, რაც, შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის გარანტიას გვაძლევს”, – წერს თათა გიორგობიანი.