LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგი მეუბნებოდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი მე მოვიგონე და დავდგი – რას წერს ზურა შევარდნაძე ინდოელ სტუმრებზე

224
ფორტუნა - 2023-09-15T225513.542

ზურა შევარდნაძე ინდოელი სტუმრების შესახებ წერს, რომლებიც „გარდენიას“ ზაფხულში ესტუმრნენ.

მისი თქმით, ბევრს არც კი სჯეროდა, რომ მართალს ამბობდა და ეუბნებოდნენ, რომ მათი სტუმრობა მოგონილი ამბავი იყო.

„იმდენად ფერადი და დაუჯერებელი იყო ზაფხულში, ინდოეთიდან, რაჯასტანის, ბიკანერის მაჰარაჯას და მისი მხლებლების გარდენიაში სტუმრობა, რომ ყველა ამ ამბის შემსწრეს ეჭვი ეპარებოდა მათ სინამდვილეში.

ზოგი მეუბნებოდა კიდეც, რომ ეს ყველაფერი მე მოვიგონე და დავდგი. ამ შეურაცყოფაზე მე ვიცინოდი და ჩემთვის გასაკვირად ხუმრობით ვპასუხობდი: ” ხალხოოო, გმადლობთ რომ ამხელა წარმოდგენის ხართ ჩემს შესაძლებლობებზე, ფარაჯანოვი კი არ ვარ შავარდნაძე ვაააარ შავარდნაძე..”

მაჰარაჯას სტუმრობის ამბავი და ეს სიფერადე ტელეკომპანია „იმედმა“ გადაიღო თქვენთვის. გვიყურეთ დღეს გადაცემა „ავტოგრაფში“.
ფოტო #ზაქარიაჭელიძე“. – წერს ზურა შევარდნაძე.

ზურა შევარდნაძეს ინდოეთიდან სტუმრები ეწვივნენ: „მე ხომ შეგპირდით, რომ კენჭებს ჩამოგიტანდით?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g