LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 27 ივლისამდე შენარჩუნდება

74
1

მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი 27 ივლისამდე შენარჩუნდება. ზოგან შესაძლებელია სეტყვაც:

“ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

24 ივლისს თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 25 და 26 ივლისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.” – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g