LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციისთვის ვემზადებით“ – უკრაინის ვიცე-პრემიერი

74
უსათაურო დიზაინი (1)

უკრაინის ვიცე-პრემიერი ასახელებს ქვეყანაში ადგილებს, საიდანაც მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია იგეგმება. 

ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, იგეგმება ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქების ტერიტორიების ნაწილში.

„მთელ რეგიონზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ზოგიერთ ნაწილს დასჭირდება სავალდებულო ევაკუაცია და ჩვენც ამისთვის ვემზადებით.

ყველაფერი, რაც მოქალაქეებს სჭირდებათ ზამთარში გადასარჩენად, მათ ექნებათ და ექნებათ უფასო“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მისი განმარტებით, სავალდებულო ევაკუაციის დროს სახელმწიფო უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, განსახლებას, კვებას და სამედიცინო მომსახურებას.

„აგვისტოს დასაწყისიდან ჩვენ მოვახერხეთ დონეცკის ოლქიდან 10 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. აქედან სრული რიცხვის მესამედი ბავშვია. ათასზე მეტი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი და მოხუცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვერეშჩუკმა და აღნიშნა, რომ ევაკუაციაზე ოფიციალური უარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ დონეცკის ოლქის მცხოვრებლები რეგიონის დატოვებაზე მაინც თავს იკავებენ:

„ხალხი უარს ამბობს? ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად, ჯერ არ მომისმენია უარი. თუმცა, ამბობენ: „მოვიმარაგოთ მარცვლეული“, „მოდით, დაველოდოთ სანამ აცივდება“, „ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება იქ“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები