LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგჯერ ეგოიზმიც სასარგებლოა

159

ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ეგოზმი საშინელი თვისებაა და სანამ საკუთარი სურვილების ასრულებაზე ვიფიქრებთ, მანამდე სხვისი მოთხოვნილებები უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ვხვდებით, რომ ყოველთვის არ ღირს საკუთარი ინტერესებზე უარის თქმა და ამიტომ…

 

* გამონახეთ დრო და ასიამოვნეთ საკუთარი თავს

მინიმუმ კვირაში ერთხელ, აუცილებლად უნდა მოიცალოთ ერთი საათით და დაუთმოთ დრო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას, გაისერნეთ პარკში ან მოიკითხეთ ძველი მეგობარი, ნახეთ საყვარელი ფილმი ან მიირთვით გემრიელი დესერტი კაფეში, მთავარია, გამორთოთ ტელეფონი და თუნდაც 60 წუთით დაივიწყოთ ყოველდღიური პრობლემები.

* ნუ დაგენანებათ ფული საკუთარ თავზე

თუ ახლობლების საჩუქრებზე არასდროს ზოგავთ თანხას, საკუთარ თავზე კი, ყოველთვის გენანებათ ფულის დახარჯვა, დროა მოიშალოთ მავნე ჩვევა და ისწავლოთ თავის დაფასება. დაიწყეთ წვრილმანებით და ნუ მოგერიდებათ გაუკეთოთ საკუთარი თავს მსხვილი საჩუქრი, მითუმეტეს, რომ ამგვარი ხარჯები აქტიური მუშაობის და დამატებითი შემოსავლების ძიების ერთგვარი სტიმულიც გახდება.

* სცადეთ რაიმე ახალი და მხიარული

ჩამოწერეთ ის სურვილები, რომელთა ასრულებაზე მართალია დიდი ხანია ოცნებობთ, მაგრამ არასდროს გყოფნიდათ გამბედაობა. შთააგონეთ საკუთარი თავი, რომ სწორედ ახლაა ყველაზე შესაფერისი დრო მათ განსახორციელებლად და აღარ გადადოთ მომავლისთვის!  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g