„ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრას ეხმაურება.
„ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ – წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
შედეგად მეოთხედფინალში ესპანეთი გერმანიის ნაკრებს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
„ეს დასასრული არაა… ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – გიორგი მამარდაშვილი
ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა ! მადლობა ჩვენ ბიჭებს!
Posted by Salome Zourabichvili on კვირა, 30 ივნისი, 2024