LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზომბი აპოკალიფსი“ – მოდელი მეისონ მარჯიელას ჩვენებიდან ინტერნეტს იპყრობს (ვიდეო/ფოტო)

452
Maison Margiela 678

თეატრალიზირებული დადგმა, ავანგარდული ელემენტები, ფერთა და სტილთა არაადეკვატური ნაზავი, კონვულსიური მოძრაობები.?

სწორედ ეს ოთხი თემა ერწყმის  მეისონ მარჯიელას მოდების ჩვენებაზე ერთმანეთს. დიზაინერის მიერ წარდგენილ კოლექციას საზოგადოების მხრიდან არაერთმნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა და ფაქტობრივად სოციალური ქსელი დაიპყრო. საზოგადოების ყურადღება განსაკუთრებით ერთმა მოდელმა, მისმა  სიარულის მანერამ  და გამოხედვამ მიიპყრო.

“ზომბი აპოკალიფსი,” “მე მომწონს მარჯიელა, მაგრამ ეს ყველზე საშინელ დადგმა იყო,” “ქორეოგრაფმა შვებულება უნდა აიღოს,” “პრაიდისკენ მიმავალ გზაზე,” “კომედიური დადგმა.”– ასეთი შეფასებები მოჰყვა აღნიშნულ ჩვენებას.

ცნობისთვის, მარჯიელა ყველასათვის ცნობილი ბრენდია, რომელიც საზოგადოებას ინოვაციურ და ტრენდულ ნამუშევრებს სთავაზობს.

https://www.facebook.com/VogueParisEN/videos/910236679375537/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები