თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება გააჟღერა.
მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვის პერიოდში ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი გაუქმდება.
„რადგან ტრანსპორტი ჩერდება, ზონალური პარკირებაზე გადასახადი უქმდება მომდევნო 2 თვის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში მომდევნო 2 თვის განმავლობაში მუშაობას შეაჩერებს.