LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზონდერები დაგვახვედრეს აგურებით და ქვებით”- ჩუმლაყში ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს

Безымянный

დაპირისპირება ჩუმლაყში. თელავისაკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

“თელავამდე ერთი საათია და ჩახერგეს ავტობუსები. ზონდერები დაგვახვედრეს აგურებით და ქვებით. სახელმწიფოებრიობის იმიტაციასაც არ აკეთებენ. რატო გვიზღუდავს კონსტიტუციის უფლებას ამ გახარიასა და ივანიშვილის ხელისუფლება”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, მანამდე ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები