თბილისის ზოოპარკში მატებაა. ზოოპარკის ინფორმაციით, ზოოპარკს 3 ბოკვერი შეემატა.
“და აი, ის დიადი დღეც დადგა, როცა შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ! წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად გაგვიჩნდა ლომები! თეთრი ლომები! 3 ცალი! 3 სიღუნღულე! 3 ბუთხუზა ბოკვერი! კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა… ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ – შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს. ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას”, – წერია ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.