LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრდილ გურულებში გაზრდილს განსაკუთრებით გინების ბრალდება მწყინს – ვახუშტი მენაბდე

181
menabde

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, პოლიცია მას გინებას, ქუჩის გადაკეტვას და დაუმორჩილებლობას ედავება.

მენაბდე დაკავების ოქმს ასაჯაროებს და წერს, რომ სასამართლოზე პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერების წარდგენას მოითხოვს.

დამირეკეს პოლიციიდან დღეს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ჩვენი პროცესი. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რა სახდელს დაგვაკისრებს 1-ლი აპრილის აქციის გამო. აქვე ავტვირთავ რას მე რას მედავება პოლიცია (სავარაუდოდ სხვებსაც იგივეს): გინებას, ქუჩის გადაკეტვას და პოლიციის ბოროტ დაუმორჩილებლობას.

განსაკუთრებით გინების ბრალდება მწყინს – ზრდილ გურულებში გაზრდილ ადამიანს. ხო ეკეთათ სამხრე კამერები? აუცილებლად მოვითხოვ რომ მტკიცებულებად მოიტანონ. დაბრალებაცაა და დაბრალებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g