LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ZTE-იმ ახალი Nubia Z11 დააანონსა

25

ჩინური მობილური კომპანიები დიდი ხანია აღარ აწარმოებენ დაბალხარისხიან პროდუქტებს. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ისეთმა დიდმა კორპორაციებმა, როგორებიცაა Google და Apple, მათთან თანამშრომლობა დაიწყეს. ჩინური მწარმოებლები ZTE – კომპანია, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩრდილში იყო და სმარტფონების ბიზნესში საკმაოდ გვიან ჩაერთო, დღეს საკმაოდ კარგი სმარტფონების ავტორია.

გთავაზობთ ახალ მოდელს, რომელიც მწარმოებელმა დააანონსა:

Nubia Z11

ZTE-მ ახალი სუბბრენდით Nubia – წარმოადგინა ახალი ფლაგმანი მეტალის კორპუსში Z11.

კომპანიამ გამოიყენა ახალი ტექნოლოგია aRC, რომელიც განაპირობებს დისფლეის ირგვლივ აბსოლუტურ სიცარიელეს, რაც მეტი სივრცის შეგრძნებას იძლევა.

სმარტფონის დიზაინი საკმაოდ დახვეწილია და დამზადებულია პრემიუმ მატერიალით.

7.5 მმ-იან კორპუსში განთავსებულია 5.5 ინჩიანი FullHD დისფლეი. აპარატი აღჭურვილია უახლესი Snapdragon 820-ით, Qualcomm-ისგან და ასევე 4 ან 6 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერებით. მოდელის მეხსიერება განსხვავებულია ფასთან შესაბამისობაში. მაგალითად 64 GB-იანი ვერსია 100$-ით იაფი ღირს 128 GB-იან ვერსიასთან შედარებით. სმარტფონს აქვს Mini SDcard-ის მხარდაჭერა და მუშაობს 3000 მილი ამპერ/საათიან ბატარეაზე. მოწყობილობა აღჭურვილია თითის ანაბეჭდის სენსორით და მისი სისტემაა Android-ის მე-6 ვერსია Marshmallow.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები