ზუგდიდელმა მომღერალმა აშშ-ში კონკურსში მონაწილეობის შემდეგ ჰოლვუდის ხმისჩამწერი სტუდიიდან წერილი მიიღო. თამუნა ლილუაშვილის თქმით, მას სიმღერების ჩაწერას სთავაზობენ.
აიიიი ამწამსს “hollywoodi”- დან მივიღე წერილი რომლის შინაარსი ამგვარია: შემოთავაზება კიდევ ერთ-ერთი ჟიურის წევრისგან რომელმაც შემომთავაზა ახალი სიმღერების შექმნა ჩემთვის. ეს იგივეა რაც პროდიუსერი რომელსახ უნდა რომ გზა გამიკვალოს უფრო მაღალ ლეველზე ❤, – წერს თამუნა ლილუაშვილი ფეისბუქში.
კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე, ზუგდიდელი მომღერალი,“მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი Wcopa 2019“ გახდა. კონკურსში სულ 66 ქვეყანა მონაწილეობდა.
