4 აგვისტოს ქ.ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტის კონცერტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ბენდის თანხლებით.
დუეტი 2017 წლიდან ქართული მუსიკის მოყვარულ მსმენელს, მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას სთავაზობს, ამჯერად განახლებული პროგრამით ზუგდიდს ესტუმრებიან და მსმენელს სხვადასხვა თაობის კომპოზიტორების ქართულ მუსიკას შეუსრულებენ.
კონცერტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ ფარგლებში, მხარდამჭერი ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.