ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ევროკავშირის პროექტი #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული კულტურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მეგრული ენის დაცვისა და პოპულარიზების მიზნით გამოსცა ბრაილის შრიფტით გაფორმებული აუდიო წიგნი ,,მეგრული ხალხური ზღაპრები“.
ინფორმაციას ,,შემოქმედებითი ზუგდიდი უკეთესი მომავლისათვის” საკუთარ ფეიზბუქ გვერდზე აქვეყნებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, აუდიო წიგნში ორმოცდარვა ზღაპარია შესული მეგრული ხალხური ზეპირსიტყვიერების საგანძურიდან.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, აუდიო წიგნები საჩუქრად გადაეცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ყველა საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკას.