ზუგდიდის რაიონში 550 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.
„აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი მოქალაქეების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.