LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ სიმამრმა დაჭრა

208
a043f2d6a41ccc4e4b43aafd205add56

ზუგდიდში, მეორე სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. მამაკაცს ბარძაყის არეში ზედაპირული ჭრილობა აღენიშნება.

“შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე. მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა”, – აცხადებენ საავადმყოფოში.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს მისი შეყვარებულის მამამ ესროლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყარომ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცმა და სავარაუდო ეჭვმიტანილის ქალიშვილმა ხელი ჩუმად მოაწერეს, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა.

„გოგო პირველ კურსზეა, ერთმანეთს ხვდებოდნენ. როგორც მე ვიცი, რისი წინააღმდეგიც იყო გოგოს მამა. უთქვამს სწავლას მორჩება და მერე ვნახოთ დაქორწინების ამბავიო. თუმცა ახალგაზრდებს ჩუმად მოუწერიათ ხელი. ბიჭი საზღვარგარეთიდან არის დეპორტით ჩამოყვანილი და ცოლის გვარზეა გადასული. ეს ყველაფერი გაიგო მამამ და სავარაუდოდ, ეს გახდა დაჭრის მიზეზი“, – ამბობს წყარო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g