ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ ჭითაწყაროს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.
ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
