ზუგდიდში არასრულწლოვანის მძევლად აყვანისათვის დაკავებული ემა კვირტია პროკურატურამ გაათავისუფლა. ამის შესახებ გათავისუფლებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
„პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და გაითვალისწინა, რომ ემას ბავშვი ჰყავს. ის მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან. ის უკვე საკუთარ სახლშია“, – აღნიშნა ადვოკატმა.
დაკავეულები წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ადვოკატი ამბობს, რომ ამ ოჯახებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, შესაბამისად ბავშვი ხშირად იყო ბრალდებულების ოჯახში და მათ არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, ბავშვი მძევლად აეყვანათ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, მოქალაქეებმა ვასიკო ახალაიამ და ემა კვირტიამ ქალის შვილი, რომელსაც მათი ვალი ჰქონდა სახლიდან წაიყვანეს და დედას განუცხადეს, რომ სანამ ვალს არ დააბრუნებდა შვილს არ ანახებდნენ.
ვასიკო ახალაია და ემა კვირტია სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.