LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს

83
BeFunky-collage

პოლიციამ ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.

ისევ ყაჩაღობა და ისევ ზუგდიდში: ამჯერად წაღებულია 1 000 ლარი

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო”. – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები