ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით ტარდება. ქალაქში გამოფენილია ასევე სამხედრო ტექნიკა. მოწყობილია საბავშვო სივრცეები, გამოფენები, ყვავილების, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე შესრულდება – საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.
26 მაისის ღონისძიებები ზუგდიდში საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.