LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ქალზე ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

88
1

ზუგდიდში, ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ ნატრული აკობიამ მიიღო.

სასამართლომ ბრალდების მხარის, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განაცხდა, საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და შესაბამისად, სამართალდამცავს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

შეგახსენებთ, 25 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს თუ როგორც ძალადობს ქალზე, პოლიციელი.

ვიდეო: ვრცელდება კადრები, სადაც „დროას“ წევრის მტკიცებით, პოლიციელი ქალზე ძალადობს – გენინსპექციამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g