LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმაურია

55
Untitled design (28)

ზუგდიდის მერობისთვის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ანზორ მელია (ნიკა მელიას მამა) იბრძვიან.

მერის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი ზუგდიდშის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმაურის ფონზე დაიწყო.

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, ახალსოფელში 36-ე და ზედაეწერში 72-ე უბნებზე დამკვირვებლებს რეგისტრაციის მაგიდასთან დგომის უფლებას არ აძლევდნენ.

ამასთან, 73-ე უბანთან (ცაიშში) მობილიზებული იყო ორი ავტომობილი, სადაც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ისხდნენ.

„მივდივარ… ვდგევარ… ეს ჩემი სოფელია და უნდა დავდგე აქ“, – ამბობს ერთ-ერთ მანქანაში მჯდომი პირი.

ვიდეოს ენმ ავრცელებს. მას პარტიის წარმომადგენელი პასუხობს, რომ არ აქვს უბნიდან 100 მეტრის რადიუსში დგომის უფლება.

მას შემდეგ, რაც ენმ-ის წარმომადგენელმა პოლიცია გამოიძახა, მათ მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 07:00 საათზე დარღვევების გარეშე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია.

კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თქმით, მხოლოდ ორ უბანზე დაფიქსირდა საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევა, რომელიც მალევე გასწორდა.

მირანდა მესხის თქმითვე, 67-ე ოლქში ჯამში 119 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g